აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტი (OFAC) სანქციებს უწესებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ მაღალჩინოსანს, რომლებიც “ჩართულნი იყვნენ მედიის, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში- მათ შორის 2024 წლის დემონსტრაციების დროს”.
მათი ცნობით, ეს ზომები კოორდინირებული იყო გაერთიანებულ სამეფოსთან, რომელმაც საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებელი ხუთ პირს სანქციები დაუწესა.
“ზემოთ აღწერილი პირების საკუთრებაში არსებული ყველა ქონება და აქტივი, რომელიც შეერთებულ შტატებში ან აშშ-ს პირების მფლობელობაში ან კონტროლშია, იბლოკება და უნდა ეცნობოს OFAC-ს”-ნათქვამია აშშ-ის ხაზინის განცხადებაში.