FIFA The Best 2024

დოჰაში „ფიფას” წლის შემაჯამებელი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

კაც ფეხბურთელთა შორის დაჯილდოების მთავარი ტრიუმფატორი ბრაზილიის ნაკრებისა და „რეალ მადრიდის” თავდამსხმელი ვინისიუს ჟუნიორი გახდა. მან ეს ჯილდო პირველად მოიგო.

ვინისიუს ჟუნიორი Copyright AP Photo/Hussein Sayed

ვინისიუსამდე ეს პრიზი 2022 და 2023 წლებში ლიონელ მესის გადაეცა.

ქალთა შორის კი „ფიფას” ვერსიით, საუკეთესო ფეხბურთელი აიტანა ბონმატი გახდა. ის ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას” წევრია. აღსანიშნავია, რომ მან ბოლო 2 წლის განმავლობაში ოქროს ბურთი ორჯერ მოიგო.

აიტანა ბონმატი Copyright AP Photo/Alvaro Barrientos

Fifa The Best-ის აზრით, 2024 წლის საუკეთესო მწვრთნელი „მადრიდის რეალის” თავკაცი, კარლო ანჩელოტი გახდა, ხოლო საუკეთესო ქალი მწვრთნელი კი ემა ჰეისი, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა ნაკრებთან ერთად 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.

კარლო ანჩელოტი Copyright AP Photo/Hussein Sayed

2024 წლის სიმბოლური ნაკრები კი ასეთი გამოვიდა: ემილიანო მარტინესი (არგენტინა/ასტონ ვილა), დანი კარვახალი (ესპანეთი/მადრიდის რეალი), ანტონიო რუდიგერი (გერმანია/მადრიდის რეალი), რუბენ დიაში (პორტუგალია/მანჩესტერ სიტი), უილიამ სალიბა (საფრანგეთი/არსენალი), ჯუდ ბელინგემი (ინგლისი/მადრიდის რეალი), როდრი (ესპანეთი/მანჩესტერ სიტი), ტონი კროოსი (გერმანია), ლამინე იამალი (ესპანეთი/ბარსელონა), ელინგ ჰაალანდი (ნორვეგია/მანჩესტერ სიტი), ვინისიუს ჟუნიორი (ბრაზილია/მადრიდის რეალი).

ამავე ცერემონიაზე ასევე გამოვლინდა პუშკაშის პრიზი, ანუ წლის საუკეთესო გოლი. ეს ჯილდო გადაეცა „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელ ალეხანდრო გარნაჩოს, რომელმაც ევერტონს ულამაზესი მაკრატელა გაუტანა, ქალთა შორის კი წლის საუკეთესო გოლის პრიზი ბრაზილიელმა მარტამ დაიმსახურა.

ამ ჯილდოების გადანაწილებაში ჟურნალისტებმა, მთავარმა მწვრთნელებმა და ეროვნული ნაკრებების კაპიტნებმა მიიღეს მონაწილეობა.

საუკეთესო ფეხბურთელების ხუთეული კი ასე გამოიყურება:

  1. ვინისიუსი – 48 ქულა

  2. როდრი – 43 ქულა

  3. ჯუდ ბელინგემი – 37 ქულა

  4. დანი კარვახალი – 31 ქულა

  5. ლამინ იამალი – 30 ქულა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend