მთავარიმსოფლიოალბანეთი ევროკავშირთან მოლაპარაკებების ახალ ეტაპზე გადავიდა

ალბანეთი ევროკავშირთან მოლაპარაკებების ახალ ეტაპზე გადავიდა

ალბანეთი ევროკავშირთან მოლაპარაკებების ახალ ეტაპზე გადავიდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, ტირანა გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებებს 2027 წელს დაასრულებს, რაც განაპირობებს იმას, რომ 2030 წლისთვის ალბანეთი ბლოკის სრულფასოვანი წევრი გახდება.

„ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ევროპა დასავლეთ ბალკანეთთან ერთად იქნება უფრო ძლიერი, უფრო ერთიანი და უფრო უსაფრთხო. ასე რომ, ჩვენი ამბიცია დასამალი არ არის. 2027 წლისთვის მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს და დაიწყოს გაწევრების პროცესი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ.

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები – ალბანეთი, ბოსნია, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია და სერბეთი – ევროკავშირში გაწევრების განსხვავებულ ეტაპზე არიან.

ბალკანეთის დედაქალაქებში იმედგაცრუებულნი იყვნენ, რომ პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობდა, თუმცა რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მათი ევრობლოკში გაწევრება დააჩქარა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend