მთავარისაქართველოთბილისში სამეზობლოს მსვლელობა გაიმართა

თბილისში სამეზობლოს მსვლელობა გაიმართა

ორშაბათს დილით, 16 დეკემბერს, თბილისში სამეზობლოს პირველი მსვლელობა გაიმართა. მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტთან” შეკრებილებმა ქავთარაძის ქუჩაზე ჩაიარეს, მოგვიანებით ვაჟა-ფშაველას გავლით ისევ მეტროსადგურთან დაბრუნდნენ.

აქციის მონაწილეები ცოტა ხნით სახელმწიფო უსაფრთხოების შენობასთან შეჩერდნენ და იქ გააპროტესტეს დემონსტრაციების დროს დაკავებულთა მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტები.

მათი მოთხოვნა დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა იყო.

მსვლელობა დილის 8 საათზე დაიწყო და 10 საათზე დასრულდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend