საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე რამდენიმე პოსტით ეხმაურება დღეს განვითარებულ მთავარ მოვლენებს, რომლებიც პარლამენტის წინ ზუსტად იმ ტერიტორიაზე იგეგმება, სადაც მეჩვიდმეტე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.
„ამ დღეს, გასულ წელს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ეს იყო კონსენსუსის დღე, სახალხო სიხარულისა და დიდი ემოციების დღე. ერთი წლის განმავლობაში ერთმა მმართველმა ადამიანმა, ერთმა პარტიამ, ხელიდან გაუშვა ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა და აშენებს რეპრესიულ ავტორიტარულ რეჟიმს“.
#terrorinGeorgia Police guarded and « jailed » Christmas tree that is the symbol of the police state which Georgian Dream is trying to turn Georgia into.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 14, 2024
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინ ნაძვის ხის ანთების ცერემონიას „უდიდესი პროვოკაცია“ უწოდა და შიშობს, რომ ამ ღონისძიებამ შესაძლოა დაპირისპირება გამოიწვიოს.
„დაპატიმრებული ნაძვის ხე პარლამენტის წინ. მერი ეპატიჟება ბავშვებს, ხელისუფლება უხმობს მხარდამჭერებს 7 საათზე შეიკრიბონ ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე – სწორედ იმ ადგილას და იმ დროს, სადაც დემონსტრანტები ერთმანეთს ხვდებიან, უკვე მეჩვიდმეტე დღეა. ეს არის უდიდესი პროვოკაცია მმართველი პარტიის მხრიდან, რომ გამოიწვიოს კონფრონტაცია“.