მთავარისაქართველოსაქართველოს პარლამენტში პრეზიდენტს ირჩევენ

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტს ირჩევენ

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დაიწყო. პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობს.

ხმის მიცემის დაწყებამდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავნმდჯომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა კოლეგიის წევრებს კენჭისყრის პროცედურა გააცნო და თქვა, რომ კენჭისყრა ღიაა, კოლეგიის წევრებს სახელობითი ბიულეტენები გადაეცემათ, ხოლო ხმის მიცემა ანბანური თანმიმდევრობით მოხდება.

საპრეზიდენტო არჩევნების არაპირდაპირი წესით ჩასატარებლად საკმარისია საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის – სულ მცირე 151 წევრის დასწრება. პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის – სულ მცირე 200 წევრის ხმაა საკმარისი.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 14 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღესთან დაკავშირებით, შენობაში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის წევრებისთვის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირებისთვის.
ასევე, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედიასა და ონლაინმედია საშუალებების ის ჯგუფები, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების გაშუქებისთვის მიღებული აქვთ სპეციალური ერთჯერადი აკრედიტაცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend