მთავარისაქართველორუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები 14 დეკემბრის დილის 7 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ გაემართნენ.

მოგვიანებით საქართველოს პარლამენტთან აქცია გაიმართა სახელწოდებით „ვაჩვენოთ დიპლომი ყაველაშვილს“.

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილს ირჩევენ, ის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია და მას სამასკაციანი კოლეგია 5 წლის ვადით აირჩევს. აქციის მონაწილეები ამ ფორმით სწორედ პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბურთიც მიიტანეს და ფეხბურთის თამაში დაიწყეს. ამას სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში. „საქართველო იუმორის გრძნობას არასდროს კარგავს, რითაც ფეხბურთელის პრეზიდენტად არჩევას აღნიშნავს“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე პოლიციაა მობილიზებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend