ბელგრადში სერბეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან ასობით სტუდენტმა ხელისუფლების წინააღმდეგ ხმაურიანი აქცია გამართა.
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი პირობას დებს, რომ შეასრულებს მათ ყველა მოთხოვნას, რადგან პროტესტი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მის პოპულისტურ მმართველობას.
სერბეთში სტუდენტების ბრაზი ალექსანდარ ვუჩიჩის მიერ სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულმა ბრალდებებმა გამოიწვია. მისი თქმით, სტუდენტები დასავლეთიდან ფინანსდებიან მთავრობის დამხობის მიზნით.
Od 19 časova studenti više fakulteta Beogradskog univerziteta i građani okupili su se kod zgrade RTS-a. Blokirali su parking i Takovsku ulicu ispred zgrade RTS-a.https://t.co/oBfN9pv4pX
— RTS Vesti (@RTS_Vesti) December 12, 2024
სერბეთის მასშტაბით 40-ზე მეტ ფაკულტეტზე სწავლა დროებით შეჩერებულია.
,,ჩვენ აქ იმ მოთხოვნების გამო ვართ, რომლებიც სტუდენტებმა უკვე წარმოადგინეს. არ გვინდა, რომ ხალხმა ქუჩაში გვცემოს, სანამ ჩვენ ვიცავთ სამოქალაქო უფლებებსა და გამოვხატავთ აზრს. არ გვსურს რეპრესიები, როდესაც გამოვდივართ, არ გვინდა იმაზე ინერვიულოთ, რომ სახურავი ჩამოინგრევა ან რამე მსგავსი და დავიხოცებით. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ტელევიზია ობიექტურად უნდა აშუქებდეს მოვლენებს. ის უნდა იყოს ყველა მოქალაქის და არა მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფთა ხმა“ – აცხადებს აქციის მონაწილე სტუდენტი.
ალქსანდარ ვუჩიჩმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნოვი–სადის რკინიგზის შენობის განახლებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია საჯარო გახდება, როგორც ამას სტუდენტები ითხოვენ.
![](https://euronewsgeorgia.com/wp-content/uploads/2024/12/Capture-66.jpg)
ნოემბრის დასაწყისში სერბეთის ქალაქ ნოვი–სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევას, 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სერბეთის მოქალაქეები ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ უბედური შემთხვევა უხარისხო მშენებლობის ბრალია.
მმართველი კოალიცია ბრალდებებს უარყოფს. სახურავის ჩამონგრევის გამო ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის მინისტრები გადადგნენ, ასევე თანამდებობა დატოვა სერბეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმა.