საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
ისინი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევას აპროტესტებენ.
მათი თქმით, ქვეყანაში ყველანაირი პროგრესი შეჩერებულია. ისინი ითხოვენ ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას.
IT სფეროს წარმომადგენლები ამ მიზნით, დღეს რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც სპონტანურად გადაწყვიტეს, რომ მარში თავისუფლების მოედანზე გაეგრძელებინათ.