ამერიკის შეერთებულ შტატებში სენატორმა ჯინ შაჰინმა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილმა მარკო რუბიომ საქართველოს შესახებ ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაცია სენატორმა შაჰინმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი განცხადებით, შეხვედრისას სენატორებმა შეერთებული შტატების წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილეს, მათ შორის ჩინეთის და რუსეთის მხრიდან ეკონომიკური და უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის შენარჩუნებისა და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტების მოგვარების საკითხები.
Today I met with @SenMarcoRubio, nominee to be the next Secretary of State, to discuss the global challenges facing our nation, including support for Ukraine and combatting China’s malign influence. I look forward to discussing these issues further in his confirmation hearing. pic.twitter.com/OrpIcEVm4h
— Sen. Jeanne Shaheen (@SenatorShaheen) December 10, 2024
„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს მიმართ, აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე, აშშ-ის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაზე უცხოეთში. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ მსოფლიოს მასშტაბით დიპლომატიური თანამდებობები რაც შეიძლება მალე შეივსოს კვალიფიციური კარიერული დიპლომატებით,” – წერს სენატორი შაჰინი.