მთავარიევროპაუკრაინარუსეთმა უკრაინაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა

გუშინ, 10 დეკემბერს, რუსეთმა ქალაქ ზაპორიჟიის კერძო კლინიკაზე მიიტანა საჰაერო იერიში, რომლის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 დაშავდა, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. დაღუპულთა შორის არიან ექიმები, ასევე ხუთი წლის გოგონა. იერიშის შედეგად დაზიანდა მიმდებარე შენობებიც.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე საჰაერო იერიშის შესახებ დაწერა. მისი თქმით, ეს თავდასხმა ადასტურებს, თუ რამდენად სჭირდება უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები. კიევმა ყველა საჭირო მოთხოვნა პარტნიორებს უკვე წარუდგინა.

რუსეთის თავდასხმა მოჰყვა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლის მიხედვით, უკრაინა მზად არის თავის ტერიტორიაზე დასავლეთის ჯარები განალაგოს, რაც, ზელენსკის აზრით, ნატოში გაწევრებას ერთი ნაბიჯით დააახლოებს.

პარალელურად, რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანა ხარკივის რეგიონის ქალაქ ზლატოპილზე. დაშავდა 11 ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა და 16 საცხოვრებელი კორპუსი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend