იაპონურ ორგანიზაციას, Nihon Hidankyo-ს, რომელიც ჰიროშიმისა და ნაგასაკის ატომურ დაბომბვას გადარჩენილ ადამიანებს აერთიანებს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა.
იაპონიის სამმა მოქალაქემ, ტერუმი ტანაკამ, შიგემიცუ ტანაკამ და ტოშიუკი მიმაკიმ, რომლებიც აშშ-ის მიერ ქალაქ ნაგასაკიში ატომური დაბომბვის დროს იმყოფებოდნენ, მსოფლიოს მოუწოდეს, შეწყვიტოს ატომური იარაღის წარმოება და გამოყენება.
Terumi Tanaka, is one of the survivors of the atomic bombing of Nagasaki. Today he delivered the 2024 Nobel Peace Prize lecture on behalf of the organisation Nihon Hidankyo, which has steadfastly worked towards eliminating nuclear weapons and reminding the world of the horrific… pic.twitter.com/CrbuKQXF7P
— The Nobel Prize (@NobelPrize) December 10, 2024
„იმედი გვაქვს, ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნების მოსახლეობა მიხვდება, რომ ბირთვული იარაღის კაცობრიობასთან თანაარსებობა შეუძლებელია. გვჯერა, რომ ამ რწმენით ხალხი თავის ხელისუფლებებს ბირთვულ პოლიტიკას შეაცვლევინებს“, – ამბობს 92 წლის ტერუმი ტანაკა.
მათ შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე აკრძალვა სუსტდება. ისინი განსაკუთრებით ისრაელისა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გამო ღელავენ.