მთავარიამერიკაარგენტინახავიერ მილეის ინაუგურაციიდან ერთი წლის შემდეგ - რა ხდება არგენტინაში?

ხავიერ მილეის ინაუგურაციიდან ერთი წლის შემდეგ – რა ხდება არგენტინაში?

ხავიერ მილეიმ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებიდან ერთი წლის შემდეგ არგენტინა იხსნა მძლავრი ინფლაციისგან იმ „მკაცრი გეგმით, რომელმაც მილიონობით ადამიანი სიღარიბემდე მიიყვანა.

ხავიერ მილეის ინაუგურაციის დღეს თვიური ინფლაცია 25.5% იყო, თუმცა ეს რიცხვი ოქტომბერში 2.7%-მდე შემცირდა, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მიუხედავად ამისა, მისი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად სიღარიბის მაჩვენებელი 50%-მდე გაიზარდა, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება 2.5%-დან 3.2%-მდეა ნავარაუდები. ძირითადი სექტორები, როგორებიცაა მრეწველობა, მშენებლობა და საცალო ვაჭრობა, მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა.

„საჯარო მოხელეების მასობრივი გათავისუფლებით მან ბიუჯეტიდან ხარჯვა შეამცირა. ამან თავისი შედეგი მოიტანა და ახლა მოსახლეობის 50%-ზე მეტი სიღარიბის ზღვარზეა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ხავიერ მილეის ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ უფრო დიდ სარგებელზე ფიქრობს. აშკარაა, რომ იკლებს ინფლაციაც“, – ამბობს იზაბელ დებრე.

დაეცა პროდუქტის მოხმარების მაჩვენებელიც. ოქტომბერში წლიურმა ვარდნამ 20%-ს გადააჭარბა. ეს ხელფასებისა და პენსიების რეალური ღირებულების გაუფასურების თანმდევია.

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ხავიერ მილეის რეიტინგი მაინც 42%-დან 45%-მდე მერყეობს.

ხავიერ მილეიმ პრეზიდენტის თანამდებობა 2023 წლის 10 დეკემბერს დაიკავა. მან მალევე გაითქვა სახელი თავისი „მკაცრი გეგმით“, რომლის ფარგლებშიც დახურა ფულის საბეჭდი დაწესებულება, შეაჩერა პროვინციებისა და უნივერსიტეტების დაფინანსება, ასევე საზოგადოებრივი სამუშაოები, შეამცირა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სუბსიდიები, გააუქმა სამინისტროები და გაათავისუფლა ათასობით საჯარო მოხელე. ხავიერ მილეიმ ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სექტორში ათობით რეგულაცია გააუქმა. ამ რეფორმებმა მას საშუალება მისცა, 15 მილიარდ დოლარზე მეტი დაეზოგა, რაც არასტაბილურ სავალუტო ბაზარზე პრეზიდენტისთვის სიმშვიდის გარანტია იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend