მთავარისაქართველოევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის სპიკერმა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.

განცხადებაში წერია, რომ თითქმის 12 დღის განმავლობაში ქართველ ხალხს გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობა პოლიციის მხრიდან ეზღუდება. ასევე წერია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეების უწევთ, გაუმკლავდნენ სპეცრაზმის მხრიდან სასტიკი მეთოდებისა და ძალის უკანონო გამოყენებას.

ევროკავშირი გმობს რეპრესიულ ქმედებებს მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ და ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა დაკავებული პირი.

,,წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ყველა ბრალდება სარწმუნოდ უნდა იყოს გამოძიებული“, – წერია განცხადებაში.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ,,ქართულ ოცნებას“ დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

,,შეგახსენებთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ქმედებებმა გამოიწვია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერება. მუდმივ დემოკრატიულ უკუსვლასა და საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებულ ბოლოდროინდელ რეპრესიულ ზომებს გავლენა აქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. ევროკავშირი დამატებით ზომებს მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოზე, 16 დეკემბერს, განიხილავს“, – ვკითხულობთ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის სპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend