მთავარიაზიასამხრეთ კორეასამხრეთ კორეის პროკურატურა პრეზიდენტისთვის ქვეყნის დატოვების აკრძალვას გეგმავს

სამხრეთ კორეის პროკურატურა პრეზიდენტისთვის ქვეყნის დატოვების აკრძალვას გეგმავს

სამ დეკემბერს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.

პრეზიდენტს ბრალი ედება შესაძლო აჯანყების მცდელობაში. იუნ სოკ იოლის საეჭვო გადაწყვეტილებიდან მალევე ოპოზიციურმა პარტიებმა მისი იმპიჩმენტის წინადადებით პარლამენტში სხდომა ჩანიშნეს, თუმცა მმართველი პარტიის დეპუტატთა უმრავლესობამ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ამ კვირაში იმპიჩმენტის ინიციატივას კვლავ შეიტანენ. აგრეთვე, პოლიცია განიხილავს იმასაც, რომ გამოძიების დასრულებამდე პრეზიდენტს სამხრეთ კორეის დატოვება აეკრძალოს. პრეზიდენტი სარგებლობს იმუნიტეტით, თუმცა ეს იმუნიტეტი აჯანყების ან ქვეყნის ღალატის ბრალდებებზე არ ვრცელდება.

გუშინ დააკავეს სამხრეთ კორეის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, კიმ იონგ ჰიუნი, რომელმაც, სავარაუდოდ, პრეზიდენტს საომარი მდგომარეობის გამოცხადება ურჩია. ის პირველი პირია, ვინც გამოძიების დაწყების შემდეგ დააპატიმრეს.

აგრეთვე, თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ გაათავისუფლეს სამი მაღალი თანამდებობის მქონე სამხედრო მეთაური. მიუხედავად ამისა, თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტი ამ დრომდე სამხედრო ძალების მთავარსარდლად რჩება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend