მთავარიკუბირას ჰყვებიან აქციის მონაწილეები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ

რას ჰყვებიან აქციის მონაწილეები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ

სოციალურ ქსელში დაშავებული აქციის მონაწილეები აქვეყნებენ განცხადებებს, რომლებშიც საუბრობენ იმაზე, თუ რა გადახდათ თავს საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ. მათი უმეტესობა სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს.

„„რედისონის” პარკინგზე გადავადგილდებოდი ჩემი მოპედისკენ, როდესაც რესპუბლიკის მოედნიდან გდდს ხალხმა შემამჩნია და გინება დამიწყო…  გავჩერდი და დავუდასტურე, რომ აქციიდან მოვდიოდი. აბა, გაქცევას აზრი არ ჰქონდა, უკვე მორბოდნენ და რამდენიმე მეტრში იყვნენ.  გეტყვით, რომ პირველი რაც გააკეთეს, წამართვეს კუთვნილი ჩანთა და ჯიბიდან ამომიღეს მობილური ტელეფონი.

გადამიყვანეს რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ასობით იყვნენ და ჩხრეკდნენ ჩემს ჩანთას.  არ ჰქონდათ რეაქცია იმ ფაქტზე, რომ მივდიოდი სახლში, ვიყავი ექიმი და წინააღმდეგობას არ ვუწევდი. მათ კი მივყავდი მხოლოდ ამ მითითებით – „კამერებს მოარიდეთ”.  სასურველ ადგილას რომ დამიგულეს და ჩანთაში რესპირატორი მიპოვეს, აი, იქ აენთნენ და ჩამწიხლეს”, – წერს ექიმი სანდრო მეტრეველი.

საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობაზე აქციის სხვა მონაწილეებიც საუბრობენ…

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend