უკვე მე-12 დღეა, საქართველოში საპროტესტო აქციები გრძელდება. ორშაბათს ისევ მასშტაბური დემონსტრაცია იყო თბილისში. რვა საათიდან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
მოქალაქეებმა ბანერები მიიტანეს რუსთაველის გამზირზე, სადაც მათი მოთხოვნები ეწერა. ეს მოთხოვნები იყო: ხელახალი არჩევნების ჩატარება და დაკავებულების გათავისუფლება. ისინი ასევე ითხოვენ, დაისაჯონ ის პირები, რომლებიც ბოლო დღეებია, ქუჩებში ჟურნალისტებსა და სხვა მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებიან.
საპროტესტო აქცია დაახლოებით შუაღამის 2 საათისკენ დაიშალა. მოგვიანებით თბილისის ქუჩებში სულ მცირე, ხუთი მოქალაქე დააკავეს.