მთავარისაქართველოოპოზიციის თქმით, მზადდება ანგარიში, რომელიც უახლოეს დღეებში საქართველოს პარტნიორებს მიეწოდება

ოპოზიციის თქმით, მზადდება ანგარიში, რომელიც უახლოეს დღეებში საქართველოს პარტნიორებს მიეწოდება

ოთხი ოპოზიციური კოალიციის იურისტებმა ერთობლივ ბრიფინგზე აქციებზე ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე ისაუბრეს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე ჯგუფთა ნაწილი იდენტიფიცირებულია, სამართალდამცველი უწყებები არ რეაგირებენ.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ შექმნილია რეესტრი, სადაც მუშავდება ინფორმაცია, როგორც მოძალადეების, ასევე დაზარალებულების შესახებ. მათივე თქმით, მზადდება ანგარიში, რომელიც უახლოეს დღეებში საქართველოს პარტნიორებს მიეწოდებათ.

„დღეს ჩვენ მივმართავთ ევროპის საბჭოს და გაეროს ორ შესაბამის ორგანოს, რომელთა მანდატი არის რეაგირება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეებზე კონკრეტული მტკიცებულებით, კონკრეტულ დაზარალებულებზე და კონკრეტულ დამნაშავეებზე. ეს გაგრძელდება. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა გქონდეს იმედი, რომ ახალი არჩევნების შემდეგ, როგორც კი აღდგება ქვეყანაში კანონის და კონსტიტუციის მოქმედება, ეს ადამიანები ვინც დღეს ძალადობენ, ქართული მართლმსაჯულების წინაშე აგებენ პასუხს. მანამდე, ვინაიდან თვითმარქვია ხელისუფლებამ შეაჩერა კანონისა და კონსტიტუციის მოქმედება, მივდივართ საერთაშორისო სამართლით. გამოვიყენებთ ამ მექანიზმს საქართველოს მოქალაქეების დასაცავად“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend