მთავარისაქართველო„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

ბესიკის ქუჩაზე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. დაშავებულია ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული. ორივე მათგანი აცხადებს, რომ პირები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ტვ პირველის“ ოპერატორ გიორგი შეწირულს თავი აქვს გატეხილი. დაზიანებები აქვს სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს. „ტვ პირველის“ ჟურნალისტი და ოპერატორი კლინიკაში გადაიყვანეს, ორივე მათგანს თავის ტვინის მსუბუქი შერყევა აქვს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ უწყებამ „ტვ პირველის” თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, დანაშაულში მხილებული პირების დადგენისა და დაკავების მიზნით, ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend