მთავარისაქართველო„ქვეყნის მომავალი ევროკავშირშია“ - ქუთაისელები საპროტესტო აქციაზე

„ქვეყნის მომავალი ევროკავშირშია“ – ქუთაისელები საპროტესტო აქციაზე

მეცხრე დღეა, ქუთაისში საპროტესტო აქცია იმართება. მერიის წინ ყოველდღიურად იკრიბებიან სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, მოსწავლეები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეები ქვეყნისთვის ევროპული კურსის დაბრუნებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

5 დეკემბერს ქუთაისში აქციაზე დააკავეს 17 წლის ახალგაზრდა, რომელიც ზესტაფონის იზოლატორში გადაიყვანეს. მისი სასამართლო პროცესი 7 დეკემბერს უნდა გაიმართოს. ასევე 5 დეკემბრის აქციაზე ორი ადამიანი მოყვა ჭყლეტაში, თუმცა მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ბოლო 9 დღეა, ქუთაისში მოქალაქეები საკუთარ აზრს ხმამაღლა გამოხატავენ. ისინი ამბობენ, რომ ქვეყნის მომავალი ევროკავშირშია და საქართველო არასდროს დაბრუნდება რუსეთში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend