მთავარისაქართველოლევან იოსელიანმა საპროტესტო აქციაზე დაკავებული 34 პირი მოინახულა

ლევან იოსელიანმა საპროტესტო აქციაზე დაკავებული 34 პირი მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისსა და საგარეჯოში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში აქციაზე დაკავებული 34 პირი მოინახულა. ამ ინფორმაციას თავად ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანება და როგორც თავად აცხადებენ, პოლიცია მათზე დაკავებისა და ტრანსპორტირების დროს ძალადობდა. ყველა ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა.

სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყურადღება უნდა მიაქციოს სამართალდამცავთა მხრიდან დაკავებულთა ნივთების დაკარგვის საკითხს. დაკავებულთა ნაწილი მიუთითებს, რომ პოლიცია დაკავების დროს ჩამორთმეულ ტელეფონებსა და სხვა პირად ნივთებს აღარ უბრუნებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend