მთავარისაქართველოსასამართლომ ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის, სასამართლო პროცესი დასრულდა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ოპოზიციონერ ლიდერს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს კოსტავას ქუჩაზე ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრს, ალი ბაბაევს, პოლიტიკურ ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

რაც შეეხება გირაოს, პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე გირაოს არ ითხოვს, რადგანაც გირაო ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას, ხოლო თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ელისაშვილმა შესაძლოა ახალი დანაშაული ჩაიდინოს.

პროკურატურის პოზიციას არ იზიარებს დაცვის მხარე. ადვოკატ გიორგი რეხვიაშვილის შეფასებით, არასწორია საქმის აღძვრა სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით. მისი თქმით, მსგავს შემთხვევებში პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით უნდა ხელმძღვანელობდეს. გარდა ამისა, დაცვის მხარე აცხადებს, რომ დაკავებისას ალეკო ელისაშვილს სამართალდამცველებისადმი წინააღმდეგობა არ გაუწევია.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო „ქორთიარდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დააკავეს. ოპოზიციონერმა ლიდერმა 6 დეკემბრის სასამართლო სხდომაზეც თქვა, რომ დაკავებას ელოდებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend