ცისფერ გალერეასთან საპროტესტო აქციის გაშუქებისას პუბლიკის ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს, თავს დაესხნენ. გამოცემა წერს, რომ თავდამსხმელი „ქართული ოცნების” ე.წ. „ტიტუშკაა”, რომელიც ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა. სამართალდამცველებს თავდამსხმელები არ დაუკავებიათ.
„პროტესტი საქართველოში ხდება ტერორი საქართველოში“ – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე.
#Georgiaprotests becomes #terrorinGeorgia Arbitrary arrests have started .society figures, artists, musicians, politicians are being arrested for no reason other than being identified in the protests. Accused of terrorism, potential sentence -9 years!
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 6, 2024
„საზოგადო მოღვაწეებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, პოლიტიკოსებს აპატიმრებენ არანაირი სხვა მიზეზით, გარდა იმისა, რომ აქციებზე იყვნენ. ბრალდებული ტერორიზმში, პოტენციური სასჯელი – 9 წელი!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.