მთავარისაქართველო„აქციები უშინაარსოა”- შალვა პაპუაშვილი

„აქციები უშინაარსოა”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოში  მიმდინარე საპროტესტო აქციები უშინაარსოა და მის უკან ოპოზიცია დგას. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დროა, ვითარება დაუბრუნდეს კონსტიტუციურ წესრიგს და „ქართული ოცნების” გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე საზოგადოებამ შეწყვიტოს პროტესტი.

„ბოლო დღეებში მიმდინარე პროტესტის თემა იყო უბრალოდ საბაბი იმ ლუსტრაციის გამოსავლენად, რომელიც ოპოზიციას არჩევნებში დამარცხების გამო აქვს. ეს არის საბაბი და არანაირი შინაარსი არ აქვს, ამიტომ გაექცნენ დებატებს. ერთადერთი სათქმელი და ერთადერთი საკითხი, რაც მათ აწუხებთ არის არჩევნები. როგორც კი დადუმდა პიროტექნიკა, დაუბრუნდნენ არჩევნების საკითხს. ამიტომ არ ჰქონდათ მიკროფონი და სცენა, ამიტომ არ ჰქონდათ მიმართვები.

სალაპარაკო ევროპასთან ინტეგრაციის თემაზე არაფერი აქვთ. ეს არის საბაბი იმისთვის, რომ საზოგადოება რაღაც ემოციებზე წამოაგონ. ეს ადამიანები ყოველთვის საბაბს ეძებენ, რომ საზოგადოების რაღაც ემოციურ ძარღვს შეეხონ, აღაშფოთონ. როცა ეს ემოციები ცხრება, მერე ყველა აცნობიერებს, თავად ის მოქალაქეებიც, რომლებსაც პროტესტის გრძნობა ჰქონდათ, რომ პროტესტის საფუძველი არ არსებობს.

რა თქმა უნდა, ოპოზიცია ეცდება ხალხის აღსაშფოთებლად სხვადასხვა თემა გამოიყენოს. ეს მათ მიერ გამომჟღავნებული მავნებლობაა, მათში არაფერი ევროპული არ არის, ისინი ქვისა და მაშხალების დამიზნებით სროლას, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილსა და დემოკრატიის უარყოფას ევროპას ეძახიან.

მიმდინარე დღეებში ვხედავთ სასოწარკვეთილ მცდელობას, იქნებ ამ უკანასკნელ ჯერზე მაინც შეძლონ და ამოატრიალონ ქვეყანა. ეს არც გამოვიდა და ვერც გამოვა.

ვფიქრობთ, საკმარისი დრო გავიდა და საკმარისი მოვლენები დატრიალდა იმისათვის, რომ ემოციები ჩაცხრეს, ცხოვრება დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს, ისევე როგორც კონსტიტუციურ ჩარჩოში უნდა დაბრუნდნენ პოლიტიკური პარტიებიც და მათი მხარდამჭერებიც”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend