მთავარისაქართველოაქცია შვედეთში

აქცია შვედეთში

საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს, 6 დეკემბერს, სტოკჰოლმში საქართველოს საელჩოსთან, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ, საქართველოს, შვედეთისა და უკრაინის მოქალაქეები. დემონსტრაცია შვედეთში „ქართული ასოციაციის” ორგანიზებით გაიმართა. ასოციაცია გასულ წელს ე.წ. „რუსული კანონის“ ინიციირების პერიოდში შვედეთში მცხოვრებმა ქართველებმა დააფუძნეს.

.

საელჩოსთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა მიმართვის ტექსტი წაიკითხეს. მათი მოთხოვნები იყო: პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ძალადობის შეჩერება, მოძალადე პოლიციელების დასჯა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. მოგვიანებით, მათთან შესახვედრად საქართველოს ელჩი ირაკლი ხუცურაული მივიდა. პროტესტის მონაწილეები ელჩისგან ითხოვდნენ პასუხს კითხვებზე, თუ რა პოზიცია აქვს საელჩოს „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე, ასევე, როგორია მისი პოზიცია საქართველოში მიმდინარე ძალადობასა და ტერორთან დაკავშირებით.

„ქართული ასოციაცია” შვედეთში წერილების კამპანიას აწარმოებს. მისი წარმომადგენლები წერილებს უგზავნიან ყველა იმ შვედურ ორგანიზაციასა და ინსტიტუტს, რომლებიც საელჩოსთან თანამშრომლობენ და მიმართავენ მათ, არ ითანამშრომლონ საქართველოს ელჩთან და მას კრიტიკული კითხვები დაუსვან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend