მთავარისაქართველო„შეწყდეს დევნა, დასრულდეს ძალადობის პოლიტიკა”, - აქცია რუსთაველის თეატრთან

„შეწყდეს დევნა, დასრულდეს ძალადობის პოლიტიკა”, – აქცია რუსთაველის თეატრთან

5 ნოემბერს, რუსთაველის თეატრთან საპროტესტო აქცია გაიმართა. საპროტესტო გზავნილებით, აქციაზე საქართველოს თეატრალური და კინოსამყაროს წარმომადგენლები მივიდნენ, სხვა მოქალაქეებთან ერთად.

შეკრებილებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე რუსთაველის თეატრის დარბაზში ემსჯელათ, თუმცა თქვეს, რომ რუსთაველის თეატრის დასის ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ ეს არ ისურვა.

თეატრის წინ შეკრებილებმა თავიანთი მოთხოვნებიც გააცნეს საზოგადოებას: ხელახალი არჩევნების ჩატარება და საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება.

„ბიძინა ივანიშვილისგან მოვითხოვთ:

დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომელიც გაიმართება ახალი, სამართლიანი წესით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, სამართალდამცავი უწყებების, როგორიც არის სუსი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და შსს პოლიტიკური ნეიტრალობის უზრუნველყოფით.

გათავისუფლდნენ იდეალებისთვის და სამშობლოს მომავლისთვის მებრძოლი, აქციების დროს დაკავებული უკანონო პატიმრები და შეწყდეს მათ წინააღმდეგ დაწყებული ყველა საქმე.  შეწყდეს დევნა, შეწყდეს ძალმომრეობა, დასრულდეს ძალადობის პოლიტიკა”, – განაცხადა რეჟისორმა პაატა ციკოლიამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend