ნიდერლანდები სთხოვს ევროკავშირს შეაჩეროს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოსთან, ამის შესახებ განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ხუთშაბათს, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა თქვა, რომ ის მიმართავს ევროკავშირს მოთხოვნით „საქართველოს მთავრობას აუხსნან, რომ საფასურის გადახდა მოუწევთ იმისთვის, რა გზასაც დაადგნენ”. ინფორმაციას ამის თაობაზე სააგენტო როიტერსი ავრცელებს.