მთავარისაქართველოარასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და წერენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალოვანი უწყებების მიერ განხორციელებულ ძალადობას გმობენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები გასცდა არა მხოლოდ კანონიერ, არამედ კონსტიტუციურ და მორალურ ჩარჩოებს. ამას გარდა, განცხადებაში წერია, რომ ძალაუფლების მქონე არალეგიტიმური ძალის მხრიდან რეპრესიების დაწყება, დაკავებულების წამება და მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება რეჟიმის სისუსტისა და შიშის ნიშანია.

„ქართული სამოქალაქო სექტორი კატეგორიულად ვგმობთ ბიძინა ივანიშვილის ძალოვანი უწყებების მიერ სამოქალქო აქტივისტური ჯგუფებისა და პოლიტიკოსების უკანონო დაკავებას, მათი ოფისების ჩხრეკასა და პოლიციის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს. „ქართული ოცნების” ქმედებები გასცდა არა მხოლოდ კანონიერ, არამედ კონსტიტუციურ და მორალურ ჩარჩოებს.

ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა რეპრესიები და დღეს უკვე ამ დავალების სისრულეში მოყვანაში ძალოვანი სტრუქტურები ჩაერთვნენ. აშკარაა, რომ ეს ძალადობრივი რეჟიმი ყველაფერს აკეთებს საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების გასათელად და საქართველოს მოქალაქეების დასაშინებლად, რათა მათ შეწყვიტონ რუსული კრიმინალური რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ივანიშვილის ხელისუფლებას ეშინია ხალხის, რადგან მხოლოდ ხალხს შეუძლია ამ უკანონობას დაუსვას წერტილი”, – წერია განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend