მთავარისაქართველოჯგუფ “დაიტოვეს” დამფუძნებლის, ილია ღლონტის სახლში სამართალდამცველები შევიდნენ

ჯგუფ “დაიტოვეს” დამფუძნებლის, ილია ღლონტის სახლში სამართალდამცველები შევიდნენ

ჯგუფ “დაიტოვეს” დამფუძნებლის, ილია ღლონტის სახლში რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

აქტივისტის სახლიდან პოლიციელებმა ტელეფონი და ლეპტოპი ამოიღეს და დალუქეს.

ჩხრეკის მიმდინარეობისას მოქალაქე ელენე ხარიბეგაშვილმა ფეისბუკის პირდაპირ ეთერის საშუალებით გადაიღო პროცესი.

ჩხრეკის დაწყებამდე ილია ღლონტს უთხრეს, რომ მოქმედება ტარდება გამოძიების ფარგლებში, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და არეულობისკენ მოწოდების მუხლებით, გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში მიმდინარეობს.

ილია ღლონტის თქმით, ეს ყველაფერი კეთდება რადგან მოქალაქეები და აქტივისტები დააშინონ და მათ უკან დაახევინონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend