მთავარისაქართველოპროტესტი თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში

პროტესტი თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში

ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა მას შემდეგ, რაც დაახლოებით, დილის 7 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯგუფი გამოჩნდა.

დემონსტრანტებმა ჭავჭავაძის გამზირი დილის საათებში დაიკავეს. უნივერსიტეტის წინ მათ ბარიკადები აღმართეს და ცეცხლი დაანთეს.

დაახლოებით, 7 საათისთვის  ადგილზე მელიქიშვილის გამზირიდან და კეკელიძის ქუჩიდან დიდი რაოდენობით სპეციალური რაზმის დანაყოფები მივიდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანაც. ხმოვანი შეტყობინებით ადგილზე შეკრებილ დემონსტრანტებს სამმართალდამცველებმა დაშლისკენ მოუწოდეს.

აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკა გაისროლეს, თუმცა სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები მოქმედებაზე გადავიდოდნენ აქციის მონაწილეები ადგილიდან გაუჩინარდნენ.

ნახევარ საათში დემონსტრანტები ჭავჭავაძეზე კვლავ გამოჩნდნენ, ამჯერად „აქსის თაუერის“  მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პოლიციამ რამდენიმე მათგანის დაკავება სცადა, თუმცა ვერ შეძლო.

დემონსტრანტებმა ჭავჭავაძის გამზირზე დილით დაახლოებით 5-6 საათისთვის მას შემდეგ მივიდნენ, რაც მათ რუსთაველის გამზირი სამმართალდამცველებმა დაატოვებინეს.

რუსთაველის გამზირზე კი საპროტესტო აქცია საღამოს 7 საათისთვის დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. პარლამენტის შენობის წინ სამმართალდამცველებმა აქციის დაშლა წინა დღეებთან შედარებით ადრე, დაახლოებით 9 საათისთვის დაიწყო.

წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზისა და ძალის გამოყენებით პარლამენტის წინ დემონსტრანტები დაშალეს. თუმცა საპროტესტო აქცია მაინც გაგრძელდა და აქციის მონაწილეების ძირითადი ნაწილი რუსთაველის გამზირზე იყო გამაგრებული. სპეცრაზმელები პერიოდულად, მომიტინგეების მისამართით გაზის კაფსულებს ისროდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend