ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ისინი ამბობენ, რომ უკიდურესად შეშფოთებული არიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებით, რაც საქართველოს ხელისუფლების არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას მოჰყვა.
ამერიკელი სენატორები გმობენ აქციის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და ორპარტიულად მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ნებას – საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
მათი თქმით, სენატორები მუშაობენ საქართველოს მთავრობისა და ინდივიდუალური პირების ანგარიშვალდებულების საკითხის დაყენებაზე – მათი, ვინც პასუხისმგებელია არჩევნებში ჩარევაზე, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობაზე და სხვა ქმედებებზე, რაც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
“ქართველი ხალხი იმსახურებს იმის ცოდნას, რომ შეერთებული შტატები ვითარების გაუარესების ფონზე ჩუმად არ იჯდება”, – ნათქვამია განცხადებაში.