მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პარლამენტის მიერ ახლადდანიშნული მთავრობის სხდომა გაიმართა.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მიმდინარე მოვლენებსა და ეკონომიკის საკითხებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ის რაც ბოლო დღეებში თბილისსა და რეგიონებში ხდება, არის უცხოურო დაფინანსებით წინასწარ გაწერილი გეგმა, რომელსაც ის “ნაცმაიდანის” მცდელობას უწოდებს.
„საქართველოში „ნაცმაიდანი” არასდროს შემდგარა და არც არასდროს შედგება, ეს ყველაფერი გამოჩნდა წელს, გაზაფხულის მოვლენების დროსა და ამ დღეებშიც. ვხედავთ, რომ იყო კოორდინირებული და წინასწარ გაწერილი გეგმა, უცხოური დაფინანსება იყო ჩართული ამ გეგმის რეალიზებაში, სწორედ ამიტომ არ უნდოდათ ვიღაც-ვიღაცებს გამჭვირვალობით შესახებ“ კანონის მიღება, რომ ბუნდოვანი ფორმით ყოფილიყო რევოლუციური სცენარები დაფინანსებული, ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში 3 რევოლუციური პროცესი ვიხილეთ, უცხოური დაფინანსებით.
ეს ჩვენი ქვეყნის მიმართ სწორი დამოკიდებულება არ არის, ჩვენ ღირსეული ქვეყანა ვართ, ჩვენ საკუთარი დამოუკიდებლობითა და სუვერენიტეტით ვამაყობთ და არა თქმა უნდა, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ჩვენ ბოლომდე გავუფრთხილდებით, არავის არ მივცემთ უცხოური ჩარევით ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შერყევის შესაძლებლობას”, – განაცხადა პრემიერმა.
მან დიდი დრო დაუთმო სკოლებში არსებულ ვითარებაზე საუბარს და თქვა, რომ სკოლების დეპოლიტიზება უნდა მოხდეს.
“ამ პროცესში რაც არის კარგი ისაა, რომ სისტემა იწმინდება. ასევე, აშკარად გამოიკვეთა, რომ საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა. როდესაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს წაკითხულს ან მოსმენილს, ეს შეიძლება ნაკლები პრობლემა იყოს, მაგრამ, როდესაც წაკითხულის გააზრება უჭირთ საჯარო მოსამსახურეებს ან პედაგოგებს, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა.
კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ხაზი უნდა გაესვას და რაც განათლებასთანაა დაკავშირებული, აშკარად გამოიკვეთა ის, რაც იკითხებოდა თავის დროზე PISA-ის ტესტებიდან – საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა. როდესაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს წაკითხულს ან მოსმენილს, ეს შეიძლება იყოს ნაკლები პრობლემა, მაგრამ როდესაც წაკითხულის გააზრება უჭირთ კონკრეტულ საჯარო მოსამსახურეებს ან პედაგოგებს სკოლებში და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეს რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა.
მინდა, შევთავაზო ყველას, ვისაც წაკითხულის ან მოსმენილის გააზრება გაუჭირდა – აბსოლუტურად ყველასთან მზად ვართ დისკუსიისთვის. თუმცა, აქაც იმედი ნაკლებად შეიძლება გვქონდეს.
გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას შევთავაზეთ ღია დისკუსია “გამჭვირვალობის კანონთან” დაკავშირებით. ამოქმედდა ლიბერალური ფაშიზმი და ყველას აუკრძალეს აქ მოსვლა დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად. დღეს ასევე ვართ გახსნილი დისკუსიისთვის, ნებისმიერი გულწრფელ ადამიანს, რომელმაც სხვანაირად გაიგო ის, რაც ჩვენგან ითქვა, ვთავაზობთ, მობრძანდით და გავმართოთ გნებავთ საჯარო, გნებავთ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია ჩვენს განცხადებასთან. აქაც დარწმუნებული ვარ, ამოქმედდება ლიბერალური ფაშიზმი და არცერთ ასეთ გულწრფელ ადამიანს არ მისცემენ დისკუსიაში მონაწილეობის მიღების უფლებას. რატომ? – იმიტომ, რომ ასეთია ლიბერალური ფაშიზმის ბუნება“,- განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ გართულებულ საერთაშორისო ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი იმედი აქვს რომ აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობები გადაიტვირთება.
“რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას – არ შეიძლება ეს საკითხი გამუდმებით გამოიყენებოდეს, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, ისევე, როგორც წელიწადნახევრის განმავლობაში გამოიყენებოდა კანდიდატის სტატუსი შანტაჟის ინსტრუმენტად. დადონ მაგიდაზე, ვაწერთ ხელს, მაგრამ კიდევ ერთხელ – საქმე შანტაჟის ნაცვლად.
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირთან თვისობრივად გადაიტვირთება – საქმე, შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, – განაცხადა კობახიძემ.
ალეკო გვეტაძე