მთავარისაქართველოუფლებები საქართველო: დაკავებული და ნაცემი ახალგაზრდა სასამართლოდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ

უფლებები საქართველო: დაკავებული და ნაცემი ახალგაზრდა სასამართლოდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ

„უფლებები საქართველოს“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე დაკავებული და ნაცემი ახალგაზრდა სასამართლო პროცესიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. ორგანიზაციის ცნობით, პროცესი 2 დეკემბრის 00:30-მდე მიმდინარეობდა და სასამართლომ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, სხდომა არ გადადო, ვიდრე მისი მდგომარეობა არ გაუარესდა.

„ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოდან სასწრაფო დახმარების მანქანას ღუდუშაურის კლინიკაში გადაჰყავს აქციაზე დაკავებული და ნაცემი ა.ტ. რომლის ინტერესებსაც “უფლებები საქართველო” იცავს.

დაკავებულმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჰქონდა თავის ტკივილი, თუმცა იზოლატორის თანამშრომლები გულგრილად მოეკიდნენ მის ჩივილებს და არ უზრუნველყვეს მისი კლინიკაში გადაყვანა.

ა.ტ.-ს სასამართლო პროცესი 2 დეკემბრის 00:30 წუთამდე მიმდინარეობდა და სასამართლომ არასამუშაო საათებისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად სხდომა არ გადადო, სანამ _ა.ტ.-_ს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდა. ა.ტ. 30 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლისას დააკავეს და ნაცემ მდგომარეობაში გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში“, – წერია „უფლებები საქართველოს“ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend