მთავარისაქართველოსპეციალური საგამოძიებო სამსახური საპროტესტო აქციებს ეხმაურება

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საპროტესტო აქციებს ეხმაურება

განცხადებას ავრცელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომლის მიხედვითაც, უწყებამ 28-30 ნოემბერს პარლამენტთან გამართულ აქციებზე სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 28-30 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობის დროს, შემოსული შეტყობინებებისა და მედიით გაშუქებული ვიდეო კადრების საფუძველზე, სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,” ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო“, – წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend