მთავარისაქართველოსაია განცხადებას ავრცელებს

საია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 33-ე საერთო კრების რეზოლუციას ასაჯაროებს და შსს-ს მხრიდან დემონსტრანტების მიმართ გადადგმულ ნაბიჯებს სისასტიკედ აფასებს და დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვს.

მათი თქმით, სამართალდამცველი ორგანოები, რომლებიც სამართლის უზენაესობის დაცვას უნდა ემსახურებოდნენ, სცემენ, სასტიკად უსწორდებიან და დევნიან მოქალაქეებს.

“საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, ქართველი ხალხის ურყევი ნებაა, რომ საქართველო გახდეს არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფო, არამედ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ეს არჩევანი ასახავს ჩვენი საზოგადოების ღირებულებებსა და მისწრაფებებს და მას ვერანაირი ძალადობრივი ქმედება ვერ ჩაახშობს. მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების ფონზე არალეგიტიმურად დამტკიცებულმა მთავრობამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და მოქალაქეების ნებას”, – წერია საიას განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend