მთავარისაქართველო„დემოკრატიის კვლევის ცენტრი“ 29-30 ნოემბრის აქციაზე ღამით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

„დემოკრატიის კვლევის ცენტრი“ 29-30 ნოემბრის აქციაზე ღამით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

„დემოკრატიის კვლევის ცენტრი“ 29-30 ნოემბრის აქციაზე, გვიან ღამით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

დემოკრატიის კვლევის ცენტრი მოუწოდებს: სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანება. იხელმძღვანელონ საქართველოს კანონმდებლობით და პროფესიული ღირსებით.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – დაუყოვნებლივ გამოიძიოს სამართალდამცავთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის შემთხვევები და იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

„საპოლიციო ძალებმა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ განლაგებულები, მშვიდობიანი აქცია, დაახლოებით 00:00 საათზე იძულებითი ღონისძიებების გამოყენებით კანონმდებლობის უხეში დარღვევით დაშალეს. მიუხედავად აქციის მონაწილეთა მხრიდან პიროტექნიკის გამოყენებისა, დემონსტრაციას არც ერთ ეტაპზე არ მიუღია ძალადობრივი ხასიათი, რაც მისი დაშლის წინაპირობა შეიძლება გამხდარიყო. აქციის დარბევის დროს საპოლიციო ძალების მხრიდან გამოყენებული ღონისძიებები ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, უწყების სახელმძღვანელო ინსტრუქციასა და საერთაშორისო სტანდარტებს”, – წერია დემოკრატიის კვლევის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend