აშშ-ი საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას წყვეტს.
ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პლატფორმა X-ზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა გაავრცელა.
,,აშშ-ი, ევროკავშირთან ერთად დამწუხრებულია ,,ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებს გამო, შეწყვიტოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი. ვგმობთ, იმ ქართველების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებას, რომლებიც თავიანთი კონსტიტუციის ღალატს სამართლიანად აპროტესტებდნენ – ევროკავშირი არის საყრდენი კრემლის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ ვწყვეტთ სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან”, – წერია მეთიუ მილერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
The suspension of the US-Georgia Strategic Partnership is the tragic result of GD’s anti-democratic, anti-Western, anti-European, and anti-Georgian policies. It’s clearer than ever that the course they pursue leads only in one direction – toward Russia. https://t.co/9XdERCqnRp
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 30, 2024
,,ამერიკა- საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტა ,,ქართული ოცნების“ ანტი-დემოკრატიული, ანტი-დასავლური, ანტი-ევროპული და ანტი-ქართული პოლიტიკის ტრაგიკული შედეგია. აშკარაა, როგორც არასდროს, რომ ,,ქართული ოცნების“ მიერ გატარებული კურსი მხოლოდ ერთი მიმართულებით, რუსეთისკენ მიდის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე:
,,,,ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის წინაშე, კონსტიტუციაში ჩაწერილ პირობას ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ. ევროკავშირში გაწერვების პროცესის შეჩერებით, ,,ქართული ოცნება“ უარს ამბობს ევროპასთან უფრო ახლო კავშირებზე და საქართველოს კრემლის წინააღდეგ უფრო მოწყვლად ხდის.
ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს ევროინტეგრაციას. აშშ-ი გმობს პოლიცის მიერ ძალის გადამეტებას იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეკრებისა და მანიფესტაციის, მათ შორის, მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენებას ცდილობდნენ. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ აქციების მშვიდობიანი მიმდინარეობა.
,,ქართული ოცნების“ სხვადასხვა ანტი-დემოკრატიული ქმედება არღვევს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკვანძო პრინციპებს., რომელიც საერთო ღირებულებებზე და დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანისა და ფუნდამენტური უფლებების, ისევე როგორც, ანტი-კორუფციული ძალისხმევისადმი ერთგულებას ეფუძნებოდა. შედეგად, აშშ-ი აჩერებს ამ მექანიზმს.
ჩვენ ვიმეორებთ მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, დაუბრუნდეს ევრო-ატლანტიკურ გზას; გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილი ყველა დარღვევა და გააუქმოს ანტი-დემოკრატიული კანონები, რომელიც ზღუდავს შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას”.