“29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის დროს საპოლიციო ძალებმა არაერთ ჟურნალისტსა და ოპერატორს მიაყენეს ზიანი. მათ უმრავლესობას სამედიცინო დახმარება დასჭირდა”, – ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტია.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია მედიის ოცამდე წარმომადგენელი, რომელთა შორის არიან ჟურნალისტები და ოპერატორები. მათ გაუსწორდნენ ფიზიკურად, ზოგიერთ შემთხვევაში გამოყენებული იყო წიწაკის სპრეი.