„უდიები საქართველოში“ – ასე ჰქვია მანანა ქუთათელაძის წიგნს, რომლის საშუალებითაც მკითხველს შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევა, გაეცნოს არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო ამბავს უდიური თემის შესახებ, დაათვალიეროს მდიდარი ფოტომასალა და საქართველოში უკვე საუკუნეზე მეტხანს მცხოვრები ეს მცირერიცხოვანი კავკასიელი ხალხი უკეთ გაიცნოს.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში თამარ კიკვაძე, პროექტის მენეჯერი საუბრობდა.