მთავარისაქართველოსაქართველოში საყოველთაო აღწერა 29 ნოემბრიდან კარდაკარის პრინციპით გაგრძელდება

საქართველოში საყოველთაო აღწერა 29 ნოემბრიდან კარდაკარის პრინციპით გაგრძელდება

2024 წლის საყოველთაო აღწერის ფარგლებში, საქართველოს მოსახლეობისთვის ონლაინ რეგისტრაციის ვადა დღეს, ღამის 12 საათზე, სრულდება. სწორედ ამ დრომდე იქნება შესაძლებელი GEOSTAT.GE-ზე საკუთარი და ოჯახის წევრებისთვის სპეციალურ კითხვებზე პასუხის გაცემა. ხვალიდან კი მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნო აღწერა კარდაკარის პრინციპით გაგრძელდება.

საქსტატის ინტერვიუერების მიერ მონაცემები 19 დეკემბრის ჩათვლით შეგროვდება. ამ მიზნით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 12 000-მდე ინტერვიუერი გადაამზადა. ეს ადამიანები პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით ოჯახის ერთ ან რამდენიმე სრულწლოვან წევრს გამოჰკითხავენ და ამ გზით მიიღებენ ინფორმაციას ოჯახებისა და მათ შემადგენლობაში მყოფი თითოეული წევრის შესახებ. კითხვარის შევსების დრო საშუალოდ 20-30 წუთია.-

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend