თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი კინოთეატრ „ამირანში“ 1 დეკემბერს, ტატო კოტეტიშვილის ფილმით „წმინდა ელექტროენერგია“ გაიხსნება.
ფესტივალის პროგრამა ფესტივალის წარმომადგენლებმა კინომოყვარულებს 27 ნოემბერს კინოთეატრ ამირანში გააცნეს.
ფესტივალის ფარგლებში 82 ფილმის იქნება ნაჩვენები.
სექცია „ქართული პანორამა“ ოთხ კატეგორიას აერთიანებს:
სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები, და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები.
პანორამის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 5 სრულმეტრაჟიანი და 15 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ასევე, 6 სრულმეტრაჟიანი და 9 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.
25-ე ფესტივალის დაჯილდოების ცერემონია 7 დეკემბერს გაიმართება, სადაც თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულს საერთაშორისო ჟიური ფესტივალის მთავარ ჯილდოს, “ოქროს პრომეთეს” გადასცემს.
კინოფესტივალზე ორ ჯილდოს, დოკუმენტური და მხატვრული ფილმებისთვის აწესებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში კატეგორიაში “ადამიანის უფლებები კინოში”.
საერთაშორისო პროგრამა, რომელიც მრავალ სექციას მოიცავს, 42 ფილმი იქნება ნაჩვენები.
საერთაშორისო პროგრამის სექციებია:
ევროპული ფორუმი, ევროპის კინოაკადემიის სელექცია, ევროპის ტური, ოსკარის კანდიდატები, უკრაინული ამბავი, დამზადებულია გერმანიაში, ბრიტანული პროგრამა და აპოლო კინოს მეხსიერება.