რუსეთმა უკრაინის 17 რეგიონის მიმართულებით 200-მდე უპილოტო თვითმფრინავი გაუშვა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უპილოტო თვითმფრინავების უმეტესობა ჩამოაგდეს, თუმცა მასშტაბურმა იერიშის გამო დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, როგორიც ელექტროქსელია.
,,თითქმის ორასი რუსული უპილოტო თვითმფრინავი უკრაინის წინააღმდეგ ერთ დღეში – ეს, ფაქტობრივად, ორასი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთს სხვა ამბიციები აქვს და ის შორსაა იმ იდეებისგან, რომლებიც მშვიდობის დამყარებას ითვალისწინებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის რამდენიმე რეგიონში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მათ შორის არის სუმის რეგიონი, სადაც ავტოსარემონტო მაღაზიაზე თავდასხმას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის მიმართულებით შორი მანძილის რაკეტები გაუშვა, რამაც დააზიანა ინფრასტრუქტურა, რუსეთის კურსკის რეგიონში დაშავდა რამდენიმე სამხედრო მოსამსახურეც.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა დასავლეთს მოუწოდა, არ გაამწვავოს ვითარება, რადგან ამან შესაძლოა ზიანი მიაყენოს ევროპის მოქალაქეებს.
„ბაიდენის, მაკრონის, შოლცისა და სხვათა ქმედებებისა და გადაწყვეტილებების გამო სიტუაცია კიდევ უფრო მწვავდება. ეს უნდა დასრულდეს“, – აცხადებს რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი.
ვოლოდინმა ასევე განაცხადა, რომ ახალი ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ რუსეთის მოქალაქეების დასაცავად გამოიყენა.