პოლონეთი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება – ქვეყნის ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ „კანონი და სამართლიანობა“ საპრეზიდენტო კანდიდატად ისტორიკოსი კაროლ ნავროცკი წარადგინა.
41 წლის ისტორიკოსი 2021 წლიდან ხელმძღვანელობს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტს – სახელმწიფო ორგანოს, რომელიც ინახავს არქივებს და იკვლევს მეორე მსოფლიო ომისა და კომუნისტური ეპოქის დანაშაულებს.
„მე მზად ვარ გავხდე თქვენი პრეზიდენტი. მზად ვარ, რომ მთელი ცხოვრება თქვენ გვერდით ვიყო”, – უთხრა მან მხარდამჭერებს კრაკოვში გამართულ აქციაზე.
პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის, მმართველმა პარტიამ კი კანდიდატად ვარშავის მერი, რაფალ ტრზასკოვსკი დაასახელა. პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის მაისში ჩატარდება.