თბილისში სტუდენტებმა, ლექტორებმა და მასწავლებლებმა საპროტესტო მსვლელობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით გამართეს, მათ შეუერთდნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც, რომლებმაც მსვლელობა რუსთაველის ძეგლიდან თსუ-ს მიმართულებით დაიწყეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, ხელისუფლება კი ბოლო დროს მიღებული კანონებით ცენზურის დაწესებას ცდილობს.
აქციის მონაწილეები 19 ნოემბერს საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებასაც ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თსუ-ს ეზოში შეკრების შემდეგ, მსვლელობით გადაინაცვლეს მელიქიშვილის გამზირზე და თქვეს, რომ აპირებენ 21:00 საათზე შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით.