ქართველმა მორაგბეებმა სანაკრებო ამხანაგურ შეხვედრაში ტონგას ეროვნული ნაკრები ანგარიშით 22-0 დაამარცხეს.
პირველი ლელოს ავტორი ალექსანდრე თოდუა გახდა, მეორე ლელო გიორგი შველიძემ დადო, ხოლო საბოლოო, მესამე ლელო აკაკი ტაბუცაძის ანგარიშზეა. 2 გარდასახვისა და 1 ჯარიმის ავტორი კი ლუკა მატკავა გახდა.
მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
მომდევნო თამაშს საქართველოს რაგბის ნაკრები, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით, შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს, 2025 წლის 1-ელ თებერვალს.