საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 25 ნოემბერს მე – 11 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს, პარლამენტის შენობაში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე. რაც ნიშნავს, რომ ვიზიტორებს პარლამენტის შენობაში შესვლა ეკრძალებათ.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანების თანახმად, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ტელემედია საშუალებების აკრედიტებული წარმომადგენლები, თითო მაუწყებლიდან არაუმეტეს ორი ჯგუფისა.
საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, უსაფრთხოების ეს ზომები საკანონმდებლო ორგანოში წესრიგისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფადაა მიღებული.