მთავარიევროპადანიაკლიმატის ცვლილების გამო გახშირებულია ალერგიით გამოწვეული დაავადებები

კლიმატის ცვლილების გამო გახშირებულია ალერგიით გამოწვეული დაავადებები

ტემპერატურის მატების ფონზე დანიაში გახშირებულია ყვავილის მტვრით გამოწვეული ალერგიული დაავადებები. შემთხვევების რაოდენობა  1980-იანი წლებიდან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ექსპერტები გაუარესებულ მდგომარეობას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.

კლიმატის ცვლილების გამო ყვავილის მტვრით გამოწვეული  ალერგიული დაავადებები მნიშვნელოვნად გახშირებულია. დაახლოებით ერთი მილიონი დანიელი ამბობს, რომ განსაკუთრებით  ამას  ტემპერატურის მატების ფონზე შეიგრძნობენ.

1980-იანი წლებიდან მოყოლებული მცენარეები უფრო მეტ მტვერს აფრქვევენ,  რაც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფის მაღალი დონით არის განპირობებული.

დანიის კვლევითი ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიური მზადყოფნის განყოფილების ფუნქციური დირექტორი გროუვ კრაუზე ამბობს, რომ ისინი აკვირდებიან ყვავილის მტვრით გამოწვეული ალერგიული დაავადების განვითარებას. გერმანიაში ამის ხშირი შემთხვევაა. ეს ტენდენცია უფრო მეტად ჩრდილოეთში იგრძნობა.

თბილმა ამინდებმა და ნესტმა შესაძლოა სხვა ინფექციებისა და ვირუსების გავრცელებას შეუწყოს ხელი.

გროუვ კრაუზე ამბობს, რომ თბილ ამინდსა და ნესტიან გარემოში მრავლდებიან კოღოები და ტკიპები. მათ შეუძლიათ ადამიანების  სხვადასხვა ეგზოტიკური ვირუსით დაინფიცირება.

გლობალური ტემპერატურის ცვლილება ნიშნავს, რომ მათ, ვინც სეზონზე დღეში მხოლოდ ერთხელ იღებდა წამლებს, მედიკამენტები შესაძლოა მთელი წლის განმავლობაში დასჭირდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend