მთავარიბიზნესი2027 წლისთვის კომპანია „ფორდი“ ევროპის მასშტაბით დასაქმებულთა 14 პროცენტით შემცირებას გეგმავს

2027 წლისთვის კომპანია „ფორდი“ ევროპის მასშტაბით დასაქმებულთა 14 პროცენტით შემცირებას გეგმავს

2027 წლისთვის კომპანია „ფორდში“ ევროპაში დასაქმებული  თანამშრომლების რაოდენობა დაახლოებით 14 პროცენტით შემცირდება.

ავტომწარმოებელი კომპანია „ფორდი“ 2027 წლის ბოლომდე ევროპაში 4000 თანამშრომელს გაუშვებს სამსახურიდან, მათი უმეტესობა გერმანიაშია დასაქმებული. გადაწყვეტილების მიზეზებად გაზრდილი კონკურენტული გარემო მოსალოდნელზე ცოტა რაოდენობის ელექტრომანქანის გაყიდვა და ეკონომიკური ფაქტორები სახელდება.

სამუშაო ადგილების შემცირება, რომელიც კომპანიის მთლიანი ევროპული  მუშახელის დაახლოებით 14%-ს შეადგენს, 2027 წლის ბოლოს იგეგმება. ბოლო ინფორმაციით, 3000 სამუშაო ადგილი შემცირდება გერმანიაში, ხოლო 800 – დიდ ბრიტანეთში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პროფკავშირებთან დისკუსიები გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება მათი დასრულების შემდეგ მიიღება.

კომპანია ასევე აპირებს სამუშაო ადგილების შემცირებას კელნში, სადაც მდებარეობს ქარხანა, რომელიც „ფორდის“ ელექტრომობილების მოდელებს „კაპრისა“ და „ექსპლორერს“ აწარმოებს.

დეივ ჯონსტონმა, Ford-ის ევროპის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა ტრანსფორმაციისა და პარტნიორობის საკითხებში, განაცხადა,  რომ მომავალში „ფორდის“  კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია რთული, მაგრამ გადამწყვეტი ზომების მიღება.

კომპანიაში ამბობენ, რომ გლობალური ავტოინდუსტრია  ჯერ კიდევ  შეფერხებით მუშაობს. ახლა  კრიზისული პერიოდია, რაც ელექტროავტომობილებზეც აისახება.

ჯონსტონმა ასევე აღნიშნა, რომ ტრანსფორმაცია განსაკუთრებით ინტენსიურია ევროპაში, სადაც ავტომწარმოებლებს ექმნებათ მნიშვნელოვანი კონკურენტული და ეკონომიკური წინააღმდეგობები. ისინი პარალელურად ცდილობენ ნახშირორჟანგის რეგულაციებსა და ელექტროავტომობილებზე მოთხოვნასთან გამკლავებას.

კომპანია მოგების მიღების მიზნით ამცირებს წარმოებას.

რთული ბაზრის პირობებში გადარჩენის მიზნით „ფორდმა“  უკვე შეამცირა წარმოება. მისი ყურადღება ძირითადად გადატანილია იმ მოდელებზე, რომლებსაც ყველაზე მეტი მოგება მოაქვთ.

ევროპელმა ავტომწარმოებლებმა უნდა გაყიდონ საკმარისი რაოდენობის ელექტრომანქანა, რათა 2025 წელს დააკმაყოფილონ  ნახშირორჟანგის ემისიებზე ავტოპარკის მიერ დაწესებულ ნორმაზე უფრო  დაბალი ზღვარი.  თუმცა ელექტრომობილები უფრო მცირე რაოდენობით იყიდება,  ვიდრე იმედოვნებდნენ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ავტომობილების უდიდესმა ბაზარმა, ანუ გერმანიამ, შეაჩერა ელექტროავტომობილებზე მთავრობის შესყიდვების ინიციატივები.

რამდენიმე სხვა ავტომწარმოებელმა უკვე შეამცირა სამუშაო ადგილები და დახურა ქარხნები. „ფორდის“ კონკურენტმა General Motors -მა ახლახან გამოაცხადა 1000 სამუშაო ადგილის შემცირების შესახებ. „ნისანიც” გლობალური წარმოების მოცულობის 20%-ით შემცირების ფარგლებში 9000 თანამშრომელს გაუშვებს სამსახურიდან.

Volkswagen-მაც განაცხადა, რომ გერმანიაში, სავარაუდოდ, დაახლოებით სამ ქარხანას დახურავს, რაც პოტენციურად ათასობით სამუშაო ადგილის შემცირებას გამოიწვევს.

ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაცია C02 ქვედა ზღვრის უფრო სწრაფად გადახედვას მოითხოვს. როგორც ცნობილია, ახალი ნორმის დადგენა 2026 წელს იგეგმებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend