მთავარიმსოფლიოექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ხმელთაშუა ზღვა კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით ცხელი წერტილია

ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ხმელთაშუა ზღვა კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით ცხელი წერტილია

სალენტოს უნივერსიტეტის ოკეანოგრაფიისა და ატმოსფეროს კვლევის განყოფილების პროფესორი პიერო ლიონელო ამბობს, რომ ხმელთაშუა ზღვის რეგიონი კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით ცხელი წერტილია. ექსპერტები აცხადებენ, რომ ზღვის დონე ნელ-ნელა იმატებს, იცვლება ეკოსისტემაც. მათ მიაჩნიათ, რომ  კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხი COP 29-ის დღის წესრიგში აუცილებლად უნდა დადგეს.

რა გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზონებზე? უახლეს ანგარიშში წარმოდგენილია ის რისკები და საფრთხეები, რომელთა წინაშეც დღეს ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლია. ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი ევრონიუსს ესაუბრა იმ მრავალი რისკის შესახებ, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს მთელ რეგიონზე.

სალენტოს უნივერსიტეტის ოკეანოგრაფიისა და ატმოსფეროს კვლევის განყოფილების პროფესორი პიერო ლიონელო ამბობს, რომ ეს რეგიონი ძლიერ არის დაბინძურებული, განსაკუთრებით პლასტმასით. აქ ეკოსისტემა სხვადასხვა ფაქტორისა და სუბტროპიკული ზღვებიდან შემოსული მრავალი სახეობის გამო იცვლება. ამ თვალსაზრისით კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი რისკფაქტორია.

მისი თქმით, ხმელთაშუა ზღვა კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით ცხელი წერტილია. რეგიონი მჭიდროდ არის დასახლებული და იქ მცხოვრებთა რაოდენობა სულ უფრო მეტად იზრდება. ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ ბევრი სტრუქტურული აქტივობა, სექტორი და ეკონომიკური საქმიანობაა. მსოფლიო მემკვიდრეობის ყველაზე ცნობილი  ძეგლებიც კი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზეა. პიერო ლიონელოს თქმით, ზღვის დონის აწევა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ძალიან სერიოზულ საფრთხეს ქმნის, უფრო სერიოზულს, ვიდრე სხვა რეგიონებში, რასაც სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს.

იგი იმედოვნებს, რომ COP29-ის დღის წესრიგში ზღვისპირა რეგიონის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხი დადგება. ზღვის დონე ნელა, მაგრამ მაინც იმატებს, თუმცა ამ პროცესს ხანგრძლივი დრო სჭირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend