მთავარიამერიკააშშ„რაკეტები თავად იტყვიან სათქმელს”

„რაკეტები თავად იტყვიან სათქმელს”

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნება დართო უკრაინას, დაარტყას რუსეთის ტერიტორიას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით, რამაც მოსკოვი გააღიზიანა. 

„ჯო ბაიდენი, რომელიც სულ მალე დატოვებს თანამდებობას, მიიღო საკუთარი ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე პროვოკაციული, გაუთვალისწინებელი გადაწყვეტილება, რომელიც კატასტროფულ შედეგებს მოიტანს“, – იუწყებოდა 18 ნოემბერს, დილით რუსული სამთავრობო მედიასაშუალება „როსიისკაია გაზეტა”.

რუსმა დეპუტატებმა, მათ შორის ლეონიდ სლუქცკიმ და სენატორმა ვლადიმერ ჯაბაროვმა, ამ გადაწყვეტილებას უწოდეს “უპრეცედენტო ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომისკენ”.

ალბათ, ახლა უფრო მნიშვნელოვანია, რას იტყვის ვლადიმერ პუტინი და კრემლი.

17 ნოემბრის ღამეს რუსეთის პრეზიდენტს არაფერი უთქვამს, მაგრამ უფრო ადრე თქვა, რომ თუ დასავლეთი ამას, მართლაც, დაუშვებდა, მაშინ ეს იქნებოდა ნატოს ქვეყნების ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ.

თავშეკავებული იყო უკრაინის პრეზიდენტის განცხადება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რაკეტები თავად იტყვიან სათქმელს.

უკვე რამდენიმე თვეა ვაშინგტონში გაცხარებული კამათი მიმდინარეობდა იმის თაობაზე, უნდა მიეღო თუ არა უკრაინას ნებართვა, გამოეყენებინა შორი რადიუსის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე.

როგორც ჩანს, ბაიდენის ამ გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების ომში ჩართვამ.

ეს ესკალაცია ხდება იმ ფონზე, როდესაც სულ უფრო და უფრო მეტი სახელმწიფოს ლიდერი საუბრობს ომის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე. ამ საუბარს კი ვლადიმერ პუტინმა 17 ნოემბრის ღამეს, ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მძლავრი იერიშით უპასუხა. ბევრი ლიდერისთვის ამით ცხადი გახდა, რომ რუსეთი ომის შეჩერებას არ აპირებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20

ომის 1000 დღე

spot_imgspot_img
Send this to a friend